დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება, გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, მოვახდინეთ უკუკავშირი.
ვფიქრობ, ინტელის ტრენინგი აუცილებელია თითოეული პედაგოგისთვის, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები დაგეგმოს.
ზოგადად, ეს პროექტი აუცილებელია მოსწავლეთათვის, რათა უფრო დაინტერესდნენ და თავად მიიღონ მონაწილეობა მათთვის საინტერესო თემის დამუშავებაში, ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, გახდნენ უფრო კრეატიულები.
ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნინო კაჟაშვილს, ვუხდი დიდ მადლობას ასეთი სიღრმისეული სწავლებისათვის.
Tuesday, October 21, 2014
Sunday, October 19, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დავწერეთ პროექტის აქტივობები, პროექტისთვის შევადგინეთ კითხვარი, ვისწავლეთ მისი გამოქვეყნება, შევქმენით პასუხების ფორმა, დავითვალეთ შემოსული მონაცემების სტატისტიკა. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.
Thursday, October 16, 2014
მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია
შევქმენით შეფასების რუბრიკა; ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე; მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი; ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა და გაჯეტების დამატება.
Thursday, October 9, 2014
Tuesday, October 7, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებებს. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.
Thursday, October 2, 2014
Tuesday, September 30, 2014
მესამე დღის რეფლექსია
ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ სტანდარტი, სტანდარტიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები, მიზნებიდან გამომდინარე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე, ავტვირთეთ და გავაზიარეთ დოკუმენტები.
Thursday, September 25, 2014
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, ბევრი საინტერესო შევისწავლეთ ამ ორი დღის განმავლობაში. შევქმენით პორტფოლიო, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარები.
დღეს გავაცანით ჩვენი იდეები ერთმანეთს, დავგეგმეთ და შევქმენით პუბლიკაცია მოსწავლეებისთვის, ვისწავლეთ პოსტების გამოქვეყნება ბლოგზე.
მომდევნო ტრენინგზე ვიწყებთ პროექტის დაგეგმვას.
დღეს გავაცანით ჩვენი იდეები ერთმანეთს, დავგეგმეთ და შევქმენით პუბლიკაცია მოსწავლეებისთვის, ვისწავლეთ პოსტების გამოქვეყნება ბლოგზე.
მომდევნო ტრენინგზე ვიწყებთ პროექტის დაგეგმვას.
Subscribe to:
Posts (Atom)