Tuesday, October 21, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება, გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, მოვახდინეთ უკუკავშირი.
ვფიქრობ, ინტელის ტრენინგი აუცილებელია თითოეული პედაგოგისთვის, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები დაგეგმოს.
ზოგადად, ეს პროექტი აუცილებელია მოსწავლეთათვის, რათა უფრო დაინტერესდნენ და თავად მიიღონ მონაწილეობა მათთვის საინტერესო თემის დამუშავებაში, ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, გახდნენ უფრო კრეატიულები.
ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნინო კაჟაშვილს, ვუხდი დიდ მადლობას ასეთი სიღრმისეული სწავლებისათვის.

Sunday, October 19, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დავწერეთ პროექტის აქტივობები, პროექტისთვის შევადგინეთ კითხვარი, ვისწავლეთ მისი გამოქვეყნება, შევქმენით პასუხების ფორმა, დავითვალეთ შემოსული მონაცემების სტატისტიკა. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.

პირამიდა

კვლევა

Thursday, October 16, 2014

მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია

შევქმენით შეფასების რუბრიკა; ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე; მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი; ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა და გაჯეტების დამატება.